ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიის ხელისუფლება ამერიკის აგრესიის შესახებ ალაპარაკდა



სირიამ შეერთებული შტატები 8 ადამიანის მკვლელობაში დაადანაშაულა რომლებიც სირიის ტერიტორიაზე ამერიკელი სამხედროების რეიდის დროს დაიღუპნენ. ამერიკელები ერაყის საზღვრიდან 8 კილომეტრის მანძილზე შეიჭრნენ სირიის ტერიტორიაზე.

ამასთან დაკავშირებით სირიის საგარეო საქმეთა სამინისტროში ერაყის და შეერთებული შტატების ელჩები დაიბარეს. სირიის ხელისუფლება ამერიკის აგრესიის შესახებ ალაპარაკდა, რომელიც არღვევს ამ ქვეყნის სუვერენიტეტს.

ერაყში მყოფმა ამერიკელმა სამხედროებმა განაცხადეს რომ არანაირი ინფორმაცია არ გააჩნიათ ამ ინციდენტთან დაკავშირებით. თავის მხრივ ერაყის მთავრობის წარმომადგენელმა ალი ალ-დაბაღმა განაცხადა რომ აღნიშნული რეიდი სირიის ტერიტორიაზე მყოფი მოთარეშეების წინააღმდეგ იყო მიმართული.

სირიის ხელისუფლების განცხადებით რეიდში 4 ამერიკული შვეულმფრენი მიონაწილეობდა, საიდანაც გადმოსხმულმა დესანტმა ქალაქ აბუ ქამალში მშენებლებს გაუხსნა ცეცხლი.


XS
SM
MD
LG