ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთის ხელისუფლების განცხადებით მოთარეშეებმა ქაბულში ორი ევროპელი მოკლეს ავღანელ დაცვის მუშაკთან ერთად


ავღანეთის ხელისუფლების განცხადებით მოთარეშეებმა ქაბულში ორი ევროპელი მოკლეს ავღანელ დაცვის მუშაკთან ერთად.

ავღანეთის შინაგან საქმეტა სამინისტროს ინფორმაციის თანახმად დი-ეჩ-ელის ოფისში მყოფმა ერთ-ერთმა მცველმა ცეცხლი გაუხსნა ამ კომპანიის კუთვნილ ავტომობილს სადაც ევროპელები და კიდევ ერთი მცველი ისხდნენ.

ჯერ-ჯერობით უცნობია რამ გამოიწვია ეს ინციდენტი, რომლეიც ქაბულის ერთ-ერთ ხალხმრავალ უბანში ირანის საელჩოს მახლობლად მოხდა. პოლიციამ ამ საქმესთან დაკავშირებით 11 ეჭვმიტანილი დააკავა.

ამასობაში თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვით რამდენიმე დღის წინათ ავღანეთში ორი თურქი ინჟინერი გაიტაცეს.


XS
SM
MD
LG