ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საპრეზიდენტო არჩევნებამდე 11 დღეა დარჩენილი


შეერთებულ შტატებში საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით ბარაქ ობამა 7%-ით უსწრებს თავის რესპუბლიკელ მეტოქეს ჯონ მაკ კეინს მაშინ როდესაც საპრეზიდენტო არჩევნებამდე 11 დღეა დარჩენილი.

ამ გამოკითხვის მიხედვით ბარაქ ობამა ისეთ გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე შტატებში ლიდერობს როგორებიცაა ოაჰაიო და კოლორადო. ამ შტატებში2004 წელს პრეზიდენტმა ბუშმა მიაღწია გამარჯვებას.

დღეს ჯონ მაკ კეინი სწორედ კოლორადოში აწარმოებს წინასაარჩევნო კამპანიას, სადაც დიდ მიტინგზე აპირებს გამოსვლას. ამასობაში ობამამ ჰავაიში თავისი 85 წლის ბებია მადელინ დანჰამი მოინახულა.

XS
SM
MD
LG