ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აზიის  ქვეყნების  საფონდო ბირჟებზე მაჩვენებლების დაქვეითებას  ჰქონდა  ადგილი


აზიის ქვეყნების საფონდო ბირჟებზე მაჩვენებლების დაქვეითებას ჰქონდა ადგილი. ეს ფაქტობრივად დაკავშირებულია მსხვილი კორპორაციების შემოსავლების შემცირებასთან. ტოკიოს ნიკეის ინდექსი ორნახევარი პროცენტით დაქვეითდა, ხოლო სეულში კოსპის ინდექსი შვიდნახევარი პროცენტით.საფონდო ბირჟებმა მკვეთრი რეაგირება მოახდინეს კორპორაცია “სამსუნგისა “ და ავტომრეწველის “ჰიუნდაის” აქციების გაუფასურებაზე. ამ ფონზე სამხრეთ კორეის ფულადი ერთეული ვონის კურსი დაეცა ისევე ,როგორც ევროსი. ამას გარდა ,სიდნეის,ველინგტონის და ჰონკონგის საფონდო ბირჟებზეც დაფიქსირდა ინდექსის ვარდნა.რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს, დაუ ჯონსმა ხუთ პროცენტზე მეტად განიცადა დაღმა სვლა ,მაშინ როდესაც 500წამყვანი კორპორაციის ერთობლივი ინდექსი ექვსი პროცენტით შემცირდა. ევროკომისიის პრეზიდენტმა ხოსე ბაროსომ განაცხადა, რომ ამჟამად საჭიროა უპრეცედენტო საერთაშორისო ძალისხმევა რათა კოორდინირება მოუხდინონ კონკრეტული ზომების გატარებას აწმყო ფინანსური კრიზისის დაძლევის მიზნით.


XS
SM
MD
LG