პაკისტანის ოფიციალური
პირების განცხადების თანახმად, ამერიკული უპილოტო საფრენი აპარატიდან გატყორცნილი რაკეტების
აფეთქების შედეგად 9 კაცი დაიღუპა.პაკისტანის უშიშროების სამსახურის თანამშრომლები
აცხადებენ,რომ რაკეტები ვაზირისანში ერთ–ერთი სოფლის რელიგიური სკოლის შენობას მოხვდა.ეს
სოფელი ავღანეთის საზღვართანაა განლაგებული.ამ ოფიციალური პირების განცხადების თანახმად,სკოლა
ეკუთვნის პიროვნებას,რომელიც როგორც ვარაუდობენ,დაკავშირებულია თალიბთა მეთაურთან ჯალავუდინ
ჰაქანისთან.ჯერეჯრობით ამერიკელ ოფიციალურ პირებს არანაირი კომენტარი არ გაუკეთებიათ
ამ ინციდენტზე.პაკისტანელ ძალოვანთა თანახმად,მთლიანობაში ამ ორი თვის განმავლობაში,უპილოტო
საფრენი აპარატიდან,ჩრდილოეთ და სამხრეთ ვაზირისტანში თორმეტი რაკეტა იყო გატყორცნილი.პაკისტანელმა
ლიდერებმა დაჰგმეს ეს ფაქტი და განაცხადეს,რომ ადგილი ჰქონდა პაკისტანის ტერიტორიული
ხელშეუვალობის დარღვევას.პაკისტანის პარლამენტის წევრებმა გააკეთეს მოწოდება პაკისტანის
მთავრობამ გადახედოს უშიშროების დარგში მის სტრატეგიას და მეტი ყურადღება დაუთმოს დილაოგს
,რათა ამ გზით მაინც შემცირდეს სისხლისღვრა ქვეყანაში.