ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყის ქალაქ მოსულში ტერ-აქტს ჰქონდა ადგილი


ერაყის ქალაქ მოსულში ტერ-აქტს ჰქონდა ადგილი. დანაღმული ავტომობილის აფეთქების შედეგად დაიღუპა ოთხი მშვიდობიანი მოსახლე. არიან დაჭრილები. პოლიციის განცხადების თანახმად დანაღმული მანქანა ქალაქის ცენტრში ააფეთქეს. აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს მოსულში გახშირდა თავდასხმები ადგილობრივ ქრისტიანებზე. ამის პარალელურად დღეს ორ აფეთქებას ჰქონდა ად,გილი ბაღდადში. დაუზუსტაბელი მონაცემებით დაიღუპა ხუთი კაცი. აშშ-ის თავდაცვის მდივანმა რობერტ გეთსმა გაფრთხილება გააკეთა იმის თაობაზე, რომ თუ უახლოეს მომავალში ვერ იქნა მიღწეული შეთანხმება ერაყში ამერიკული სამხედრო კონტინგენტის ყოფნის შესახებ მდგომარეობა გაუარესდება.

XS
SM
MD
LG