ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში კოალიციური ძალების დარტყმის შედეგად ცხრა ავღანელი ჯარისკაცი დაიღუპა


ავღანეთში კოალიციური ძალების დარტყმის შედეგად ცხრა ავღანელი ჯარისკაცი დაიღუპა. ავღანეთის თავდსაცვის სამინისტროს განცხადების თანახმად დარტყმა შეცდომით მიიტანეს ქალაქ ხოსტის შორიახლოს განლაგებულ ბლოკ-საგუშაგოზე. არიან დაჭრილებიც. სამინისტრომ დაჰგმო ეს დარტყმა და განაცხადა, რომ ამას თან შეიძლება მოჰყვეს ავღანეთის უშიშროების ძალთა დემორალიზაცია. ამერიკული კონტიგენტის პრეს-ცენტრის თანახმად ადგილი ჰქონდა სიტუაციის არასწორ აღქმას, როგორც კოალიციური აგრეთვე ავღანეთის ძალების მხრივ. განცხადებაში აგრეთვე აღნიშნულია, რომ ავღანელ და ამერიკელ სპეციალისტთა ერთობლივი ჯგუფი გამოიძიებს ინციდენტს. ამ ფონზე ურუსგანის პროვინციაში დღეს ავღანელმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ავღანეთის უშიშროების ძალებსა და თალიბებს შორის უკვე ორი დღის განმავლობასი მიმდინარე შეტაკებების შედეგად დაიღუპა 35-ი თალიბი და ავღანეთის პოლიციის სამი ოფიცერი.

XS
SM
MD
LG