რუსეთის და შეერთებული შტატების სამხედრო შტაბების უფროსები დღეს ჰელსინკიში შეხვდენენ ერთმანეთს.
რუსეთის და შეერთებული შტატების სამხედრო შტაბების უფროსები დღეს ჰელსინკიში შეხვდენენ ერთმანეთს. ეს პირველი შეხვედრაა ორი ქვეყნის სამხედროებს შორის უმაღლეს დონეზე, მას შემდეგ რაც რუსეთმა აგრესია განახორციელა საქართველოს წინააღმდეგ. ამერიკა აცხადებს, რომ ადმირალი მაიკლ მალენი და გენერალი ნიკოლაი მაკაროვი ფინეთის დედაქალაქის მიდამოებში მდებარე ქვეყნის თავდაცვის თავკაცის რეზიდენციაში შეხვდნენ ერთმანეთს. ჯერ-ჯერობით საუბრის დეტალები ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი არ არის. მოგეხსენებათ, რომ რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულმა თავდასხმამ და ცენტრალურ ევროპაში ამერიკული რაკეტსაწინაღო თავდაცვის სისტემის განლაგების გადაწყვეტილებამ, ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ურთიერთობა დაძაბა. რუსეთი რაკეტსაწინაღო სისტემის განთავსებას სასტიკად ეწინააღმდეგება და აცხადებს, რომ იგი ევროპაში გამალებული შეიარაღების პროცესის განახლებას გამოიწვევს.