ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იაპონიის პრემიერ-მინისტრი და ამერიკის პრეზიდენტი ეკონომიკისადმი მიძღვნილი სამიტის ირგვლივ ბჭობენ


იაპონიის პრემიერ-მინისტრი და ამერიკის პრეზიდენტი ეკონომიკისადმი მიძღვნილი სამიტის ირგვლივ ბჭობენ.

ოფიციალურად განცხადებული ინფორმაციის თანახმად, იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ტარო ასომდა ამერიკის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა მსოფლიო ეკონომიკისადმი მიძღვნილი სამიტის ირგვლივ სატელეფონო საუბარი გამართეს. იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ დღევანდელი სატელეფონო საუბრისას პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი შეთანხმდნენ, რომ უმჯობესია სამიტი ოთხი ნოემბრის ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების დასრულების შემდეგ ჩატარდეს. ამ ინფორმაციით, ბატონი ასო მიესალმა პრეზიდენტ ბუშის მიერ მსოფლიო ეკონომიკის სტაბილიზაციის მცდელობით გადადგმულ ნაბიჯებს და აღნიშნა, რომ იაპონია მზადაა დიდი რვიანის ქვეყნების გარდამავალი თავჯდომარეობისთვის. ამ დროს კი შეერთებული შტატების ეროვნული ბანკის თავმჯდომარემ ბენ ბერნანკიმ ქვეყნის კონგრესს დამატებითი ეკონომიკური დახმარების გეგმის შემუშავებისკენ მოუწოდა. თეთრი სახლი აცხადებს, რომ პრეზიდენტი ბუში მიესალმება ამ იდეას. ამ ახალი დახმარების პაკეტის იმედით, ამერიკის ბირჟებზე აქციების ღირებულება გაიზარდა. გუშინ დოუს ინდუსტრიულმა მაჩვენებელმა თითქმის ხუთი პროცენტით მოიმატა. დღეს მართალია ასეთი ტემპებით ზრდა აზიის ბაზრებზე არ აღინიშნებოდა, მაგრამ ტოკიოსა და სიდნეის ბირჟებზე ინდექსმა სამი პროცენტით მოიმატა. ჰონკონგსა და სეულში კი ინდექსმა ვარდნა განიცადა. მატება აგრეთვე ევროპის ბაზრებზეც დაფიქსირდა. პარიზის ინდექსი ორი პროცენტით გაიზარდა.

XS
SM
MD
LG