ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბარაკ ობამა და ჯონ მაკკეინი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მნიშვნელოვანი შტატების მოსახლეობის გულის მოგებას ცდილობენ


ბარაკ ობამა და ჯონ მაკკეინი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მნიშვნელოვანი შტატების მოსახლეობის გულის მოგებას ცდილობენ.

ბარაკ ობამა და ჯონ მაკკეინი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მნიშვნელოვანი შტატების მოსახლეობის გულის მოგებას ცდილობენ. რესპუბლიკელი მაკკეინი პენსილვანიაში იმყოფება, სადაც საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის თანახმად ობამა მას პოპულარობით ათპროცენტიანი განსხვავებით უსწრებს. დემოკრატი ობამა კი ფლორიდის შტატში ეწევა წინასაარცევნო კამპანიას. გამოკითხვის თანახმად ფლორიდაში იგი ორპროცენტიანი განსხვავებით უსწრებს მაკკეინს. ბარაკ ობამა მიმდინარე კვირის მიწურულს კამპანიას მცირე ხნით გამოეთიშება და ჰავაის კუნძულებზე მცხოვრები მძიმე ავადმყოფი ბებიის მოსანახულებლად გაემგზავრება. სენატორმა მაკკეინმა კი უარყო ის მოარული ჭორი, რომ თითქოს მისი საარჩევნო კამპანია განზრახ ცდილობს ეკონომიკური კრიზისიდან ხალხის ყურადღების გადატანას. საზოგადოებრივი აზრის გამიკითხვის თანახმად, სწორედ კრიზისმა შეუწყო ხელი ობამას პოპულარობის გაზრდას. სი ბი ესის ახალი ამბების სამსახურისთვის მიცემული ინტერვიუს დროს მაკკეინმა განაცხადა, რომ საპრეზიდენტო კამპანიის მთავარ შემადგენელს ეკონომიკა წარმოადგენს და მისი კამპანია სწორედ ამ საკითხზე აკეთებს აქცენტს.

XS
SM
MD
LG