ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტი ჯორჯ ბუში თეთრი სახლის უმაღლესი დონის შეხვედრას უმასპინძლებს


დღეს აშშ-ს პრეზიდენტი ჯორჯ ბუში უმასპინძლებს თეთრი სახლის ერთდღიან უმაღლესი დონის შეხვედრაზე.

მიუხედავად გლობალური ეკონომიკური კრიზისისა პრეზიდენტი ბუში დაჟინებით მოუწოდებს მსოფლიოს სიღარიბესთან ბრძოლისკენ.

სტუმართა სიაში არიან სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი, ლიბერიის პრეზიდენტი ელენ ჯონსონ სირლიფი, როკ მუსიკოსი და აქტივისტი ბობ გელდოლფი და მრავალი სხვა.

ბუშის ადმინისტრაციის წარმომადგენლის განცხადებით გლობალური ეკონომიკის შენელების მიუხედავად, აუცილებელია საღარიბეში მყოფი ადამიანებისადმი დახმარების გაწევა, ბრძოლა დაავადებების წინააღმდეგ და აგრეთვე უნდა გაიზარდოს განათლების მიცემის შესაძლებლობები.

ჯორჯ ბუშმა აგრეთვე აღნიშნა, რომ მდიდარ სახელმწიფოებს ევალებათ გაუნაწილონ სიმდიდრე ღარიბებს, და აგრეთვე წაახალისონ პირობები , რომელიც დაეხმარება ამ ქვეყნებს გამდიდრებაში როგორც მატერიალური ისე ადმიანთა უფლებებისა და ეკონომიკური თავისუფლების მხრივ.

XS
SM
MD
LG