ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინდოეთმა და პაკისტანმა პირველად 6 ათწლეულის მანძილზე გახსნა სავაჭრო გზა


ინდოეთმა და პაკისტანმა პირველად 6 ათწლეულის მანძილზე გახსნა სავაჭრო გზა იმ საკამათო საზღვრის გავლით, რომელიც ყოფდა ქაშმირს.

მოსახლეობა დიდი აღტაცებით შეხვდა 13 სატვირთო მანქანისაგან შემდგარ კოლონას. ინდოეთიდან ხილით, თაფლით და სხვა სურსათით დატვირთულმა კოლონამ გადაკვეთა პაკისტანის საკონტროლო გამშვები პუნქტი.მოგვიანებით პაკისტანის პროდუქტით დატვირთული 14 სატვირთო მანქანა გაივლის ინდოეთის კონტროლის ქვეშ მყოფ საზღვარს.

ეს სავაჭრო გაცვლები შემოიფარგლება კვირაში 4 მანქანით თითო მხრიდან.

1947 წლიდან ეს პირველი სავაჭრო მიმოსვლაა, მას შემდეგ რაც სამხრეთ აზიის მეამბოხეებმა წამოიწყეს ომი ჰიმალაის რეგიონისთვის. შეთანხმება ვაჭრობის განახლების შესახებ გასულ თვეში იყო მიღწეული.

XS
SM
MD
LG