ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დღეს ერაყის მინისტრთა კაბინეტი შეიკრიბება


დღეს ერაყის მინისტრთა კაბინეტი შეიკრიბება , რათა განიხილონ ხელშეკრულება უშიშროების დარგში ერაყში აშშ-ის სამხედრო ძალების შემდგომი ყოფნისა.


ეს ხელშეკრულება საშუალებას მისცემს აშშ-ის ჯარს დარჩეს ერაყში კიდევ 3 წლით. ხელშეკრულების მიხედვით ერაყის მთავრობას უფლება აქვს გაასამართლოს ის ამერიკელი ჯარისკაცი, რომელიც ჩაიდენს მძიმე დანაშაულს აშშ-ს სამხედრო ბაზების გარეთ.

ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰოშიარ ზებარიმ განაცხადა, რომ ერაყის პარლამენტი ამ საკითხს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებამდე სავარაუდოდ არ განიხილავს.

უკვე რამოდენიმე თვეა ვაშინგტონსა და ბაღდადს შორის მიდის მოლაპარაკება , იმის თაობაზე, რომ გაგრძელდეს ერაყში აშშ-ს სამხედროების ყოფნა დეკემბერში გაეროს მნდატის ამოწურვის შემდეგ.

XS
SM
MD
LG