ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფხენიანი, რაღაც განსაკუთრებული განცხადების გაკეთებას აპირებს


სამხრეთ კორეის ხელისუფლება ვერაფერს უჩვეულოს ვერ ხედავს ჩრდილოეთ კორეის მთავრობის მოქმედებაში, მიუხედავად იმისა რომ იაპონიის მედიაში გაჩნდა ინფორმაცია თითქოს ფხენიანი, რაღაც განსაკუთრებული განცხადების გაკეთებას აპირებს.

უკანასკნელი კვირების განმავლობაში გარკვეული სპეკულაცია მიდიოდა ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჯონგ ილის ჯანმრთელობის მდგომატრეობასთან დაკავშირებით, რომელიც აგვისტოს შუა რიცხვებში გაუჩინარდა საზოგადოებრივი ასპარეზიდან.

ამერიკელები და სამრეთ კორეელები ეჭვობენ რომ მას ინსულტის შემდეგ მძიმე ოპერაცია გაუკეთეს, თუმცა ფხენიანს აცხადებს რომ 66 წლის კიმ ჯონგ ილის ჯანმრტელობის მდომარეობას არაფერი ემუქრება.

XS
SM
MD
LG