ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ათასობით ქართველი დაუბრუნდა თავის საცხოვრებელ ადგილებს


გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს განცხადების თანახმად ათასობით ქართველი დაუბრუნდა თავის საცხოვრებელ ადგილებს, რომლებიც აგვისტოში რუსეთთან ომის დროს იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ თავიანთი კარმიდამო.

გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს წარმომადგენელის რონ რედმონდის განცხადებით ე.წ. ბუფერულ ზონაში მცხოვრები დაახლოებით 20000 ადამიანი უკან დაბრუნდა მას შემდეგ რაც რუსეთის ჯარები გავიდნენ ამ ტერიტორიიდან. რონ რედმონდის თქმით:” ამ ხალხის უმეტესობა ბუფერულ ზონაში ჩადის და ამოწმებს სოფლებში ამჟამად არსებულ სიტუაციას. ჩვენ ყველას ვაფრთხილებთ რომ უკან დაბრუნების შემთხვევაში ყურადღებით იყვნენ რადგან ამ რაიონში უამრავი ნაღმი და აუფეთქებელი ჭურვია დარჩენილი, რამაც უკვე გამოიწვია უბედური შემთხვევები.”

აგვისტოში რუსეთის არმიის შემოსევის შემდეგ ქართული სოფლების მაცხოვრებელნი იძულებულნი გახდნენ გორისთვის შეეფარებინათ თავი სადაც ხელისუფლებამ ლტოლვილებისთვის კარვების ქალაქი ააშენა, რომელიც ამჟამად უკვე დაიხურა. რონ რედმონდის განცხადებით:” 133 000 იძულებით გადაადგილებული პირიდან 78 000 დაუბრუნდა თავის კარმიდამოს. ამჟამად ლტოლვილებისათვის სპეციალური ზამთრის პროგრამაა შემუშავებული, რომელიც მათი დროებითი საცხოვრებელი ადგილების კეთილმოწყობას ითვალისწინებს.”

XS
SM
MD
LG