ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა თანამშრომლობის შეთანხმების რატიფიცირება სთხოვა დუმას


რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან ადრე დადებული მეგობრობისა და თანამშრომლობის შეთანხმების რატიფიცირება სთხოვა დუმას.

რუსეთის პრეზიდენტის ვებგვერდი იტყობინება, რომ კანონპროექტს დართული აქვს მინიშნება “პოლიტიკურად მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული”.

კანონპროექტის თანახმად რუსეთს უფლება აქვს, გამოიყენოს სამხედრო ძალა, თუ ეს ამ რეგიონების დასაცავად იქნება აუცილებელი.

აგვისტოს მოვლენების შემდეგ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთს 7000-ზე მეტი სამხედრო ჰყავს .

XS
SM
MD
LG