ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სერბეთის სოციალისტურმა და დემოკრატიულმა პარტიებმა პოლიტიკური ალიანსი შექმნეს ევროკავშირში გაერთიანების მიზნით


სერბეთის სოციალისტურმა და დემოკრატიულმა პარტიებმა პოლიტიკური ალიანსი შექმნეს ევროკავშირში გაერთიანების მიზნით.

სერბეთის დემოკრატიულ პარტიას ამ ქვეყნის ამჟამინდელი პრეზიდენტი ბორის ტადიჩი ხელმძღვანელობს, სოციალისტური პარტია კი სერბეთის ყოფილმა პრეზიდენტმა სლობოდან მილოშევიჩმა დაარსა თავის დროზე.

პარტიათა შორის დადებული შეთანხმების მიხედვით სერბეთი თანამედროვე დემოკრატიულ სახელმწიფოდ უნდა გადაიქცეს.

იდეოლოგიური განსხვავებების მიუხედავად ამ პარტიებმა ჯერ კიდევ ივნისში გადაწყვიტეს კოალიციის შექმნა. მიუხედავად იმისა რომ ევროკავშირში შემავალმა სახელმწიფოებმა სერბეთისგან გამოყოფილი კოსოვოს დამოუკიდებლობა აღიარეს პრეზიდენტი ბორის ტადიჩი ჯიუტად მიისწრაფვის ამ ორგანიზაციაში გაწევრიანებისკენ.

XS
SM
MD
LG