ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთი დათანხმდა მონაწილეობა მიიღოს პაკისტანის ორი ახალი ატომური ელექტრო სადგურის მშენებლობაში


პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინსიტროს განცხადებით ჩინეთი დათანხმდა მონაწილეობა მიიღოს პაკისტანის ორი ახალი ატომური ელექტრო სადგურის მშენებლობაში.
პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრის შაჰ მაჰმუდ ქურეშის განცხადების თანახმად ორ ქვეყანას შორის ბირთვული თანამშრომლობის შედეგად პაკისტანი დამატებით 680 მეგავატ ელექტრო ენერგიას მიიღებს.
ბატონი ქურეშის თქმით ამ შეთანხმებას პეკინში პაკისტანის პრეზიდენტის აზიფ ალი ზარდარის 4 დღიანი ვიზიტის დროს მოაწერეს ხელი.
ბატონმა cსოფლის მეურნეობის, ვაჭრობის და ეკონომიკის სფეროში.
პაკისტანში უკვე მოქმედებს ჩინელი სპეციალისტების მიერ აშენებული ერთი ატომური ელექტრო სადგური.

XS
SM
MD
LG