ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთის მთავრობას რძის წარმოების მონიტორინგი უნდა გაეტარებინა


ჩინეთის პრემიერი ვენ ჯიაბაო აცხადებს, რომ მის მთავრობას ნაწილობრივ ეკისრება პასუხისმგებლობა დაბინძურებული რძის ფხვნილის გამო ატეხილ სკანდალში. მოწამლული რძის ფხვნილის შედეგად ოთხი ჩვილი დაიღუპა და 53 -ი ათასი დაავადდა ჩინეთში.

ამერიკული სამეცნიერო გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში, ბატონმა ვენმა განაცხადა, რომ ჩინეთის მთავრობას რძის წარმოების მონიტორინგი უნდა გაეტარებინა.

ჩინელმა პრემიერმა ასევე განაცხადა, რომ რძის წარმოების, ტრანსპორტირების და გადამუშავებისთვის, მკაფიო სტანდარტები და ტესტირების მოთხოვნები უნდა არსებობდეს.

ჩინეთმა, როგორც ცნობილია გაყიდვიდან ამოიღო რძის ის პროდუქტები, რომლებიც 14 სექტემბრამდე იყო დამზადებული და მათი ტესტირების განკარგულება გასცა ნივთიერება მელამინის შემცველობის შესამოწმებლად.

XS
SM
MD
LG