ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში დღეს თავის ფრანგ კოლეგას შეხვდება


ამერიკის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში დღეს თავის ფრანგ კოლეგას, ნიკოლა სარკოზის და ევროკომისიის პრეზიდენტს ჟოზე მანუელ ბაროსოს შეხვდება, რათა განიხილოს მსოფლიოს ბაზრებზე შექმნილი სიტუაცია.

ევროპელი ლიდერები აცხადებენ, რომ ისინი გობალური ფინანსური სისტემის გადახედვას უჭერენ მხარს. სავარაუდოდ, ისინი ასევე ყურადღებას გაამახვილებენ საგანგებო ეკონომიკური სამიტის ჩატარებაზე დიდი რვიანის ლიდერებს და სხვა ქვეყნების წარმომადგენლებს შორის.

თეთრი სახლის წარმომადგენელმა დანა პერინომ განაცხადა რომ ჯერჯერობით არ არის ცნობილი ამ სამიტის ჩატარების თარიღის შესახებ. მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე ამერიკელ და ევროპელ ლიდერებს შორის ალბათ არ გაკეთდება კონკრეტული განცხადებები.

პრეზიდენტმა ბუშმა გუშინ აღნიშნა, რომ ოფიციალური ვაშინგტონი ებრძვის ფინანსურ კრიზისს. თუმცა მან გააკეთა გაფრთხილება იმასთან დაკავშირებით, სიტუაციის გამოსწორებას გარკვეული დრო დასჭირდება.

XS
SM
MD
LG