ბაღდადში ერაყელი შიიტების მრავალათასიანი საპროტესტო დემონსტრაცია გაიმართა, რომლის დროსაც შიიტთა ლიდერმა მოხტადა ალ-სადრმა პარლამენტს შეერთებულ შტატებთან უსაფრთხოების ხელშეკრულების უარყოფისკენ მოუწოდა.
დემონსტრანტები ერაყის დროშებს აფრიალებდნენ და ანტი-ამერიკული ლოზუნგებს გაიძახოდნენ. ისინი ბაღადის სადრის რაიონიდან დაიძრნენ ქალაქის ცენტრისკენ.
მოხტადა ალ სადრის მტკიცებით უსაფრთხოების ხელშეკრულება ერაყის სუვერენიტეტის წინააღმდეგ არის მიმართული და ერაყში ამერიკელთა საჯარისო კონტიგენტის დარჩენას ითვალისწინებს