ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩრდილოეთ კორეამ ხელახლა დაიწყო იონგბუნში მდებარე თავისი ბირთვული რეაქტორის მწყობრიდან გამოყვანა


შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელის შონ მაკ კორმაკის განცხადებით ჩრდილოეთ კორეამ ხელახლა დაიწყო იონგბუნში მდებარე თავისი ბირთვული რეაქტორის მწყობრიდან გამოყვანა.

ფხენიანმა შეაჩერა საკუთარი ბირთვული რეაქტორების დემონტაჟის პროცესი მას შემდეგ რაც შეერთებულმა შტატებმა უარი განაცხადა ეს ქვეყანა ტერორიზმის სპონსორი სახემწიფოების რიცხვიდან ამოეღო. ერთი კვირის წინათ ვაშინგტონის მიერ ჩრდილოეთ კორეის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემდეგ ფხენიანი დაუბრუნდა ბირთვული განიარაღების პროცესს.

XS
SM
MD
LG