ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანის მოსამართლემ წინა კვირას დაკავებული აშშ-ს მოქალაქის პატიმრობა გადაავადა


პაკისტანის მოსამართლემ წინა კვირას დაკავებული აშშ-ს მოქალაქის პატიმრობა გადაავადა. ეს უკანასკნელი დააკავეს, მაშინ , როდესაც იგი ცდილობდა შესვლას პაკისტანის ჩრდილო დასავლეთით შეზღუდული გადაადგილების რაიონში.

მოსამართლემ პარასკევის სასმართლო მოსმენის შემდეგ პოლიოციელებს კიდევ 2 დღე მისცა დაკითხვისთვის.

პოლიციამ ამერიკის მოქალაქე ორშაბათს დააკავა უსაფრთხოების საკონტროლო გამშვებ პუნქტთან, როდესაც იგი ცდილობდა ავღანეთის საზღვართან არსებულ მოჰმანდის ტომთა ტერიტორიაზე შესვლას.

პოლიციის განცხადებით, დაკავაბული პაკისტანური წარმოსჰობის ამერიკის მოქალაქეა, რომელსაც არ გააჩნდა, სათანადო საშვი ამ ტერიტორიებზე შესასვლელად.

სახელმჭიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის შონ მაკკორმაკის განცხადებით დაკავებულს საკონსულო დახმარებას უწევს აშშ. მან არ დაასახელა დეტალები და აგრეთვე დაკავებულის ვინაობა უსაფრთხოების მიზნით.

პაკისტანის სამხედრო ძალები ალ ყაიდასა და თალიბი მეამბოხეების წინააღმდეგ უკვე დიდი ხანია ახორციელებს შეტევით ოპერაციებს ამ რეგიონში.

XS
SM
MD
LG