ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დღეს აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატები ბარაკ ობამა და ჯონ მაკკეინი დაუბრუნდნენ თავიანთ საარჩევნო კამპანიებს.


დღეს აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატები ბარაკ ობამა და ჯონ მაკკეინი დაუბრუნდნენ თავიანთ საარჩევნო კამპანიებს.

კანდიდატები არჩევნებისთვის ყველაზე გადამწყვეტ შტატებს მოივლიან.რესპუპლიკელების კანდიდატი ჯონ მაკკეინი ფლორიდის შტატში წარმართავს კამპანიას , ხოლო ბარაკ ობამა ვირჯინიასა და მისურიში.

პრეზიდენტობის ორივე კანდიდატი ხუთშაბათს საღამოს ნიუ-იორკში დაესწრო საქველმოქმედო სადილს, რომელიც ნიუ-იორკის ყოფილი გუბერნატორის ალ სმიტის ხსოვნას მიეძღვნა, ეს უკანასკნელი 1928 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხდა.

საღამოზე მაკკეინი და ობამა სიტყვით გამოვიდნენ, სადაც ჯერ საკუთარ თავზე , ხოლო შემდეგ ერთმანეთზე ხუმრობით ისაუბრეს.

თავიანთი გამოსავლები ორივემ ერთმანეთის მიმართ დადებითი შეფასებებით დაასრულეს.


XS
SM
MD
LG