ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის ხმის კორესპონდენტი სონია პეისი თბილისში იმყოფება


ვესაუბრებით ამერიკის ხმის კორესპონდენტს სონია პეისს, რომელიც ამ წუთებში თბილისში იმყოფება. ცოტა ხნის წინ იგი გორიდან დაბრუნდა

"გორში მომიწია ჩასვლა. აქ არის კონცენტირებული მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც კონფლიქტის შედეგად ლტოლვილად იქცა. ომის დროს 130 ათასი ადამიანი თბილისისკენ, სამხრეთით დაიძრა. გორში დღესდღეობით ბევრი კვლავ ელოდება დაბრუნებას და ნორმალური ცხოვრების დაწყებას.

მე შევხვდი ბევრ ადამიანს, რომელთა სახლები გადამწვარი და განადგურებულია. ველაპარაკე იმათ, რომლებიც ფაქტობრივად ყველანაირი მატერიალური და ფინანსური სახსარის გარეშე დარჩნენ. ეს ხალხი საქართველოს მთავრობის დახმარებას ელოდება.

ამას გარდა, არიან ისინიც, რომლებიც ჯერაც დროებით თავშესაფარში ცხოვრობენ-- სკოლებისა და საბავშვო ბაღების შენობებში.

ველაპარაკე ხანდაზმულ ქალებს, რომლებსაც არანაირი იმედი არ აქვთ შინ დაბრუნებისა, რამეთუ ისინი ცხინვალის მიმდებარე ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ და ახლა მათ რუსები ქართული პასპორტების დახევას და მოქალაქეობაზე უარის თქმას თხოვენ დაბრუნების სანაცვლოდ.

ახალგორის მიღმა უკვე ვეღარ მოვახერხეთ გადასვლა, იქ საკონტროლო გამშვები პუნქტები, როგორც ქართული ისე რუსული, ამის საშუალებას არ გვალევენ. ქართული მხარე პირდაპირ გვეუბნება რომ მათთვის უცნობი სიტუაციის გამო, ისინი უსაფსრთხოების ვერანაირ გარანტიას ვერ მოგვცემენ "
ევრკავშირის დამკვირვებლებმა უკვე განაცხადეს , რომ მიუხედავად იმისა, რომ დევნილთა სწრაფი დაბრუნება სასრუველი მიზანია, ეს რამდენიმე პრობლემას გულისხმობს და აქედან მთავარია აუფეთქებელი ჭურვების საკითხი.

მეც ასე მგონია, აგრძელებს, ამერიკის ხმის კორესპონდენტი, რომ ომგამოვლილი ტერიტორიების გაწმენდას უკან დაბრუნებული მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის, კიდევ უფრო დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს."

საქართველოს მთავორბა და საერთაშორისო ორგანიზაციები, ბუფერულ ზონებში სარეაბილიტაციო და სარეკონსტრუქციო პროექტებს ახორციელებენ. იმედია, რომ იძულებით ადგილნაცვალი და დაზრალებული მოსახლეობის მოთხოვნილებები ზამთრის დადგომამდე დაკმაყოფილდება." აცხადებს გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს გორის ოფისის დირექტორი სტეფანო ბერტი.

XS
SM
MD
LG