ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ილხამ ალიევმა ამომრჩეველთა ხმების ოთხმოცდაცხრა პროცენტი მიიღო


აზერბაიჯანის საარჩევნო კომისიამ განაცხადა, რომ გუშინ ჩატარებულ ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებში, ამჟამინდელმა პრეზიდენტმა ილხამ ალიევმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. კომისიის თქმით, სადღეისოდ დათვლილია საარჩევნო ბიულეტენების სამოცდაათი პროცენტი და როგორც სჩანს ალიევმა ამომრჩეველთა ხმების ოთხმოცდაცხრა პროცენტი მიიღო. ალიევის გამარჯვებაში ეჭვი თითქმის არავის ეპარებოდა. ოპოზიციურმა პარტიებმა არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადეს. აზერბაიჯანის ქალაქების ქუჩებში ალიევის გამარჯვებას მისი მომხრეები ზეიმობენ. როგორც საარჩევნო კომისია აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციამ ხალხს არჩევნების ბოიკოტისკენ მოუწოდა, არჩევნებში მონაწილეობა რეგისტრირებულ ამომრჩეველთა სამოცდათექვსმეტმა პროცენტმა მიიღო. ოპოზიცია ალიევის მთავრობას არჩევნების გაყალბებასა და დამოუკიდებელი ჟურნალისტების დაპატიმრებაში სდებს ბრალს. პრეზიდენტობის ექვსივე დანარჩენი კანდიდატი ალიევის მომხრედ ითვება. ოპოზიცია აგრეთვე ბრალს სდებს დასავლეთს იმაში, რომ აზერბაიჯანში დემოკრატიული პროცესების გატარებას არ მოითხოვს. ილჰამ ალიევის მთავრობა კი აცხადებს, რომ ეს არჩევნები უკანასკნელი ჩვიდმეტი წლის განმავლობაში ყველაზე უფრო შეესაბამებოდა დემოკრატიულ ნორმებს.


XS
SM
MD
LG