ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსული ჯარის გასვლამ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული ნგრევის მასშტაბები გამოავლინა.


რუსული ჯარის გასვლამ ეგრეთწოდებული ბუფერული ზონიდან ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული ნგრევის მასშტაბები გამოავლინა. გასულ კვირამდე რუსეთის ჯარის მიერ ბუფერულ ზონად გამოცხადებულ რეგიონში მდებარე ერგნეთში დაბრუნების მოსურნეს ძნელად თუ იპოვიდით. ახლა როდესაც რუსები ამ ზონიდან გავიდნენ ქართველები შინ ბრუნდებიან:"ოსებმა ჩემი სახლი გაძარცვეს. ხოლო რუსებმა კი დაანგრიეს. მათ ყველაფერი წაიღეს". ამბობს სოფელში დაბრუნებული გოდერძი კასრაძე, რომელსაც სახლი მთლიანად გაუპარტახეს. მისი ოჯახი ცხრა სულისგან შედგება. კასრაძეებმა სახლი მტრის დაბომბვების დაწყებისას დატოვეს:"ყველანი შინ ვიყავით, როდესაც სროლა ატყდა. ჯერ ქალები და ბავშვები გავხიზნეთ, შემდეგ კი ჩვენც მოგვიწია თავის შველა". ამბობს გოდერძი.დაბრუნებულ კასრაძეებს თალწინ ნგრევის სურათი გადაეშალათ. არც ერთი ოთახი არ გადაურჩა განადგურებას. სახლსი დატოვებული პიანინოც კი დააზიანეს. მომხდურებმა გამათბობლის საკვამურიც კი მოგლიჯეს, რათა შეემოწმებინათ იქ ხომ არ იყო შენახული, რაიმე ძვირფასეულობა. კასრაძეების სახლი სამხრეთ ოსეთის სადემარკაციო საზღვრიდან ერთი, ხოლო ცხინვალიდან კი ორი კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. ქართველებს ერგნეთის ჩრდილოეთით აღარ უშვებენ. ერგნეთში ახლა სიწყნარეა. ავტომობილები კანტიკუნტად თუ მოსჩანს. ქართულ საკონტროლო გამშვებ პუნქტს მამაკაცი უახლოვდება. ჯარისკაცები მას აჩერებენ. მამაკაცი მათ ეუბნება, რომ იგი ილდიზარ ტალიბოვია და, რომ იგი ომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე ცხინვალში სავაჭროდ ჩავიდა ავად, გახდა და აქამდე ინ დაბრუნება ვერ შესძლო. ჯარისკაცები მას ოკუპირებულ ტერიტორიიდან გამოსვლის უფლებას აძლევენ:"ცხინვალი თითქმის მთლიანადაა დანგრეული. მე ქართული სოფლებიც ვნახე და იქაც თითქმის არც ერთი სახლი არ დარჩა დაუნგრეველი". ამბობს ტალიბოვი.ოცდაათი კილომეტრის მოშორებით კი რუსები ახალგორში მაგრდებიან. მათგან რამდენიმე ასეული მეტრის დაშორებით კი ქართული საგუშაგოა. საგუსაგოს ევროკავშირის დამკვირვებლები უახლოვდებიან:"ხომ არ იცით არის თუ არა დანაღმული ეს მიდამოები?" ეკითხება ქართველ ჯარისჯკაცებს ევროკავსირის მისიის წარმომადგენელი ფრედრიკ ნილინი:"ორივე მხარე სხვადასხვას ამტკიცებს. ხელშეკრულების ინტერპრეტაციას ყველა თავისებურად ახდენს". გვეუბნება იგი.

ერგნეთში კი გოდერძი კასრაძე ამბობს, რომ ნამდვილი სიმშვიდე მხოლოდ მაშინ დამყარდება, როდესაც რუსები საერთოდ წავლენ:"ჩვენ აქ ხეხილი და ყვავილები გვქონდა გაშენებული.ახლა კი ვერც მიხვდებით, რომ აქ ვინმე ცხოვრობდა. მაგრამ ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ამას შევცვლით და ისევ დაუბრუნდებით ნორმალურ მდგომარეობას". გვეუბნება გოდერძი კასრაძე.ცხოვრება გრძელდება. ხალხი სახლებს უბრუნდება. თუმცა ბევრმა არ იცის თუ როგორ გაუმკლავდეს იმას რაც შინ დახვდა.


XS
SM
MD
LG