ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყის ქურთთა ავტონომიის პრეზიდენტი თურქ დიპლომატებს ხვდება


ერაყის ქურთთა ავტონომიის პრეზიდენტი თურქ დიპლომატებს ხვდება.

დღეს ბაღდადში, ერაყის ქურთთა ავტონომიის პრეზიდენტი მასუდ ბარზანი თურქ დიპლომატებს ხვდება. ქურთების რეგიონის პრეზიდენტის პრესმივანმა განაცხადა, რომ შეხვედრისას ბარზანი თურქეთის მიერ ერაყის ქურთისტანის ტერიტორიიდან მოქმედი ქურთი მეამბოხეების ბანაკების დაბომბვის ფაქტებზე ისაუბრებს. თურქეთი აცხადებს, რომ დაბომბვები ქურთული შეიარაღებული ფორმირებების მიერ, სასაზღვრო ზონაში თურქეთის არმიის საგუშაგოზე განხორციელებულმა თავდასხმამ გამოიწვია. ამ თავსახმაში ჩვიდმეტი თურქი ჯარისკაცი დაიღუპა. მეამბოხეები ქურთთა მუშათა პარტიის წევრები არიან., რომელიც 1984 წლიდან მოყოლებული, თურქეთის ტერიტორიაზე ქურთული ავტონომიის შექმნას ლამობს. მას შემდეგ ძალადობას სულ მცირე ოცდაჩვიდმეტი ათასი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. თურქეთი, ამერიკა და ევროკავშირი ქურთთა მუშათა პარტიას ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევენ. თურქეთის მთავრობა ერაყის ქურთისტანის ხელისუფლებას მეამბოხეებისთვის ხელის არ შეშლასა და დახმარების აღმოჩენაშიც კი სდებს ბრალს. ერაყისა და ქურთთა ავტონომიის ლიდერები ამ ბრალდებებს უარყოფენ.

XS
SM
MD
LG