ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეერთებული შტატები აცხადებს, რომ ირანი ერაყელების ამერიკელი სამხედროების წინააღმდეგ რაზმავს


შეერთებული შტატები აცხადებს, რომ ირანი ერაყელების ამერიკელი სამხედროების წინააღმდეგ რაზმავს.

ერაყში დისლოცირებული ამერიკული სამხედრო კონტინგენტის მთავარსარდალი გენერალი რეი ოდიერნო აცხადებს, რომ ირანი ერაყელ კანონმდებლებს ამერიკელი სამხედროების წინააღმდეგ რაზმავს. ოდიერნომ ამის შესახებ გაზეთ ვაშინგტონ პოსტის ჟურნალისტებს განუცხადა. გენერალი აცხადებს, რომ მას ირანის მიერ ერაყელი დეპუტატებისთვის ქრთამის მიცემის ფაქტობრივი სამხილები არ გააჩნია, მაგრამ მისი თქმით ამერიკული სადაზვერვო სამსახურები ამტკიცებენ, რომ ირანი ერაყელ დეპუტატებს ქრთამავს, რომ მათ ამერიკული ჯარის მიმდინარე წლის შემდეგადაც ერაყში დარჩენას მხარი არ დაუჭირონ.

XS
SM
MD
LG