ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში მომხდარი ორი შეტაკების შედეგად თალიბთა ასამდე მებრძოლი გაანადგურეს.


ავღანეთის და კოალიციური ძალების მტკიცებით ქვეყნის სამხრეთში ჰელმენდის პროვინციაში მომხდარი ორი შეტაკების შედეგად თალიბთა ასამდე მებრძოლი გაანადგურეს.

ავღანეთის ხელისუფლების განცხადების თანახმად ნატოს და ავღანეთის სამთავრობო ძალებმა წარმატებით მოიგერიეს თალიბთა შეტევა ამ პროვინციის დედაქალაქზე ლაშქარ დაღზე.

თალიბები სამი მხრიდან უტევდნენ ქალაქს მძიმე შეიარაღების გამოყენებით, თუმცა მათ ნატოს ავიადარტყმების შედეგად მძიმე დანაკარგები განიცადეს.

კოალიციური ძალების მტკიცებით თალიბთა 60 მეომარი ამ შეტევის დროს დაიღუპა, 40 კი ნად ალის რაიონში მიმდინარე ბრძოლებისას მოკლეს. თუმცა ეს მონაცემები დამპოუკიდებელი წყაროების მიერ არ არის დადასტურებული.

XS
SM
MD
LG