ერაყის პოლიციის განცხადებით ბაღდადის ერთ-ერთ ბაზრობაზე მანქანაში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად სულ ცოტა 9 ადამიანი დაიღუპა და 13 დაშავდა.
ერაყის უშიშროების ძალების ინფორმაციით ტერაქტი ბაუას ქუჩაზე შიიტებით დასახლებულ სამხრეთ-დასავლეთ რაიონში მოხდა.
დღესვე ბაღდადის მანსურის რაიონში სნაიპერმა ერაყის უშიშროების სამსახურის ორი ოფიცერი გამოასალმა სიცოცხლეს.
ბოლო თვეების განმავლობაში ერაყის დედაქალაქში მნიშვნელოვნად შემცირდა ტერაქტების რიცხვი, თუმცა პარტიზანები პერიოდულად მაინც ანხორციელებენ ოპერაციებს.