ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყის ჰარკუკის რაიონში თურქმა სამხედროებმა ქურთისტანის მუშათა პარტიის 31 სამხედრო ობოიექტი დაბომბეს


თურქეთის სამხედროების განცხადებით ამ ქვეყნის არტილერიამ და ავიაციამ ჩრდილოეთ ერაყში განლაგებული ქურთი მეამბოხეების სამხედრო ბაზები დაბომბა.

ერაყის ჰარკუკის რაიონში თურქმა სამხედროებმა ქურთისტანის მუშათა პარტიის 31 სამხედრო ობოიექტი დაბომბეს.

თურქები ქურთი მეამბოხეების წინააღმდეგ ახალ სამხედრო ოპერაციებს გეგმავენ მას შემდეგ რაც ქურთმა მეამბოხეებმა 17 თურქი ჯარისკაცი მოკლეს თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ რაიონში განხორციელებული რეიდის დროს.

ამავე რაიონში ოთხშაბათს კიდევ ერთი თავდასხმა მოხდა თურქეთის პოლიციის მანქანაზე რომლის დროსაც 7 ადამიანი დაიღუპა.

თურქმა კანონმდებლებმა კიდევ ერთი წლით გაუგრძელეს სამხედროებს ერაყში მეამბოხეების წინააღმდეგ ოპერაციების წარმოების უფლება. თურქეთი ერაყის ხელისუფლებას ქურთისატანის მუშათა პარტიის წინააღმდეგ უმოქმედობაში ადანაშაულებს.

XS
SM
MD
LG