ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მსოფლიოს უმდიდრესი ქვეყნების ფინანსთა მინისტრები და ბანკირები ვაშინგტონში შეიკრიბნენ


მსოფლიოს უმდიდრესი ქვეყნების ფინანსთა მინისტრები და ბანკირები ვაშინგტონში შეიკრიბნენ საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეხვედრის წინ, რათა როგორმე შეაჩერონ მსოფლიოს ბირჟებზე წარმოქმნილი პანიკა.

შეერთებული შტატების, იაპონიის, ბრიტანეთის, გერმანიის, საფრანგეთის, კანადის და იტალიის წარმომადგენლები შაბათს პრეზიდენტ ბუშს შეხვდებიან.

პრეზიდენტი ბუში ფინანსურ კრიზისთან დაკავშირებით დღეს გააკეთებს კომენტარს.

ინვესტორთა დაშოშმინების მცდელობის მიუხედავად გლობალური რეცესიის შიშით უოლ სტრიტზე, ევროპის და აზიის ბირჟებზე მასობრივად იყიდება აქციები. შეერთებულ შტატებში ვაჭრობის დაწყებისთანავე დოუ ჯონსის ინდექსი 5%-ით დაეცა. იაპონიაში კი ნიკეის ინდექსმა 10%-ით დაიკლო, რაც ყველაზე დიდი ვარდნაა 1987 წლის შემდეგ.

XS
SM
MD
LG