ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყში მომხდარი ტერაქტის შედეგად ადგილობრივი კანონმდებელი დაიჭრა.



ერაყში მომხდარი ტერაქტის შედეგად ადგილობრივი კანონმდებელი დაიჭრა.

ერაყის ძალოვანთა განცხადების თანახმად კამიკაძე ტერორისტმა ბაღდადში დანაღმული მოტოციკლეტი შეაჯახა ავტომობილს, რომელშიც ეს კანონმდებელი, სალეხ ალ აუკეილი იჯდა. ტერაქტის შედეგად 2 კაცი დაიღუპა. სალეხ ალ აუკეილი იმ პოლიტიკური ფრაქციის წევრია , რომელიც მხარს უჭერს რადიკალური პოზიციის მქონე შიით სასულიერო პირს მოქტადა ალ სადრს. გასულიწლის განმავლობაში ალ სადრის შეიარაღებულ დაჯგუფებასა და ქვეყნის უშიშროების ძალებს შორის შეტაკებებს ასობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.


XS
SM
MD
LG