მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ცენტრალური ბანკები საბანკო საპროცენტო განაკვეთებს ამცირებენ.
მსოფლიოს
მრავალი ქვეყნის ცენტრალური ბანკები რეცესიის პროცესის შეცერების მცდელობით,
საბანკო საპროცენტო განაკვეთებს ამცირებენ. დღეს შეერთებული შტატების ცენტრალური
ბანკის მიერ გაკეთებულ განცხადებას საპროცენტო განაკვეთის შემცირების შესახებ,
თეთრი სახლი მოწონებით შეხვდა. ამერიკის ცენტრალური ბანკი აცხადებს, რომ განაკვეთი
ნახევრიდან ერთ მთელ ხუთ მეათედ პროცენტამდე შემცირდება. ბრიტანეთის, შვედეთის,
შვეიცარიის, სხვა ევროპული ქვეყნების, კანადისა და ჩინეთის ეროვნული ბანკები ასევე
კვეცავენ განაკვეთებს. იაპონიის ეროვნული ბანკი მართალია მხარს უჭერს ასეთ
გადაწყვეტილებებს, მაგრამ თავად მსგავსი ნაბიჯის გადადგმას ჯერ-ჯერობით არ
გეგმავს. იმედოვნებენ, რომ საპროცენტო განაკვეთების შეკვეცა ბანკების მიერ
სესხების გაცემის პროცესის აღდგენას გამოიწვევს და იმ ბიზნესებს გაუმართავს ხელს,
რომლებსაც უჭირთ საბანკო ვალების გასტუმრება. საპროცენტო განაკვეთის შემცირების
გამოცხადებამდე მსოფლიოს ბირჟებზე მაჩვენებელი დარმავალზე იყო. გამოცხადების
შემდეგ კი მაჩვენებელმა ზევით წაიწია.