ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანელი სამხედროები ქვეყნის კანონმდებლებს ტერორიზმის წინააღმდე მიმდინარე ბრძოლის თაობაზე ესაუბრებიან


პაკისტანელი სამხედროები ქვეყნის კანონმდებლებს ტერორიზმის წინააღმდე მიმდინარე ბრძოლის თაობაზე ესაუბრებიან.


პაკისტანელი სამხედროები ქვეყნის კანონმდებლებს ტერორიზმის წინააღმდე მიმდინარე ბრძოლის თაობაზე ესაუბრებიან. სამხედროები პაკისტან-ავღანეთის საზღვრის მიდამოებში, ალ-ყაიდასა და თალიბების წინააღმდეგ მიმდინარე სახედრო ოპერაციების შესახებ იასუბრებენ. ამ ბრიფინგმა ხელი უნდა შეუწყოს პაკისტანის მთავრობის მიერ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ძლიერი სტრატეგიის ჩამოყალიბებას. პაკისტანში საგანგაშო მდგომარეობაა მას შემდეგ, რაც კამიკაძე ტერორისტმა ქვეყნის დედაქალაქ ისლამაბადში მდებარე სასტუმრო ააფეთქა. ამ ტერაქტის შედეგად დაიღუპა ორმოცდათერთმეტი კაცი. ასევე ამერიკაც ცდილობს ზემოქმედების მოხდენას ისლამაბადზე, რათა ქვეყანამ პაკისტანის ტერიტორიაზე გამაგრებული მეამბოხეების წინააღმდეგ საბრძოლველი ქმედითუნარიანი გეგმა შეიმუშაოს.

XS
SM
MD
LG