ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს რომ ბაღდადი მალე მიაღწევს შეთანხმებას აშშ-ს თან იმის თაობაზე რომ ამერიკული სამხედრო კონტინგენტი ერაყის ტერიტორიაზე 2008 წლის შემდეგაც დარჩეს. ამის თაობაზე განცხადება ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰოშიარ ზებარიმ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან, ჯონ ნეგროპონტესთან ერთად ბაღდადში გამართულ ერთობლივ პრესკონფერეციაზე გააკეთა. მხარეები უკვე კარგა ხანია მუშაობენ შეთანხმებაზე რომელიც ერაყში ამერიკული ძალების დარჩენას ითვალისწინებს მაშ შემდეგ რაც 31 დეკემბერს ვადა გაუვა გაეროს მანდატს ერაყში მრავალეროვნული ძალების ყოფნის შესახებ. ჯერჯერობით არსებობს აზრთა სხვაობა იმის თაობაზე მიანიჭონ თუ არა ამერიკულ სამხედრო მოსამსახურეებს იმუნიტეტი ერაყში ჩადენილ დანაშაულზე. პრესკონფერენცია სულ რამოდენიმე წუთში დაიწყო მას სემდეგ რაც ერაყის საგარეო საქმეთა სამინისტროს წინ ტერაქტი განხორციელდა, რის შედეგადაც 5 კაცი დაიჭრა.