ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტაილანდის დედაქალაქ ბანკოკში ტერაქტს ქონდა ადგილი



ტაილანდის დედაქალაქ ბანკოკში ტერაქტს ქონდა ადგილი.

ოფიციალური პირების განცხადების თანახმად ავტომობილში მოთავსებული ნაღმი იქნა აფეტქებული. აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. საგულისხმოა რომ ტერაქტს ადგილი ქონდა იქ სადაც ტაილანდის უშიშროების სპეცდანიშნულების რაზმებმა დაარბიეს მთავრობის მოწინააღდეგეთა საპროტესტო აქცია. ძალოვანებს ჯერჯერობით დარწმუნებით არ შეუძლიათ იმის თქმა დაკავშირებულია თუ არა ეს ტერაქტი საპროტესტო აქციასთან. მოპროტესტეები დღემდე არ იშლებიან და აგრძელებენ პიკეტს პარლამენტის შენობის შესასვლელთან. პოლიციამ არაერთხელ გამოიყენა ცრემლდენი გაზი აქციის დასაშლელად. საპროტესტო აქციაში მონაწილენი უკვე ერთ თვეზე მეტი ხანია მოითხოვენ მთავრობის გადადგომას და მას ყოფილ პრემიერ მინისტრთან ტაქსინ შინავატრასტან მჭიდრო კონტაქტში დებენ ბრალს.

XS
SM
MD
LG