ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის დაქვემდებარებაში მყოფი სამხედრო კოალიციის ძალებმა ავღანეთის სამხრეთში ორმოცდასამი თალიბი მებრძოლი გაანადგურეს


ამერიკის დაქვემდებარებაში მყოფი სამხედრო კოალიციის ძალებმა ავღანეთის სამხრეთში ორმოცდასამი თალიბი მებრძოლი გაანადგურეს.


ავღანეთში მოქმედი ამერიკის დაქვემდებარებაში მყოფი სამხედრო კოალიციის ძალები აცხადებენ, რომ ავღანეთის სამხრეთში ორმოცდასამი თალიბი მებრძოლი გაანადგურეს. ამ ინფორმაციის თანახმად, კოალიციის ძალები თალიბებთან ბრძოლაში ავღანეთის სამხრეთის ზაბულის პროვინციის ყალატის რეგიონში შეებრძოლნენ. ბრძოლა მას კოალიციის სამხედრო პატრულზე განხორციელებულმა თავდასხმამ გამოიწვია. თავდასხმა ავტომატური იარაღისა და მძიმე შეიარაღების საშუალებით განხორციელდა. კოალიციის ჯარისკაცებმა საპასუხო ცეცხლი გაუხსნეს მომხდურთ და ოპერაციაში ავიაციის ჩართვა მოითხოვეს. ამ ინფორმაციის თანახმად, ბრძოლასი არცერთი ამერიკელი ან ავღანელი ჯარისკაცი არ დაღუპულა. პარალელურად კი გერმანიის მინისტრთა კაბინეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ავღანეთში მიმდინარე გერმანული სამხედრო მისია კიდევ ერთი წლითა და ორი თვით, მომავალი წლის დეკემბრამდე გაგრძელდება. ამ გადაწყვეტილების თანახმად ავღანეთში მომსახურე გერმანელი სამხედროების რიცხვი ათასი კაცით გაიზრდება და ოთხი ათას ხუთასს მიაღწევს.

XS
SM
MD
LG