ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კვირას ყირგიზეთში მომხდარმა მიწისვრამ სრულიად  გაანადგურა სოფელი ნურა


კვირას ყირგიზეთში მომხდარმა მიწისვრამ სრულიად გაანადგურა სოფელი ნურა. ყირგიზეთის საგანგებო მდგომარეობათა სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით 60-მდე ადამიანი დაიღუპა და 100-მდე დაშავდა.საგანგებო მდგომარეობათა მინისტრმა კამჩიბეკ ტაშიევმა განაცხადა, რომ სამაშველო და სამძებრო ოპერაციები სასწრაფოდ ჩატარდება.

აშშ-ს გეოლოგიური კვლევითი ცენტრის გამოთვლებით მიწისძვრის სიმძლავრე 6,6 ბალს უდრიდა. ეპიცენტრი სარიტაშის დასახლებიდან მისი სამხრეთაღმოსავლეთით 65 კილომეტრის მოშორებით დაფიქსირდა.

კირგისტანის პრეზიდენტი კირმანბეკ ბაკიევი სამშაბათს მიყენებული ზარალის მასშტაბებს შეაფასებს.

რუსეთის საგანგებო მდგომარეობათა მინისტრის განკარგულებით ყირგიზეთში გაიგზავნა ჰუმანიტარული დახმარება, მათ შორის კარვები დაზარალებულთათვის.

კიდევ ერთ მიწისძვრას ჰქონდა ადგილი ტიბეტში. დღეს ადგილობრივი დროით 4 საათსა და 30 წუთზე დაფიქსირდა 6, 6 ბალის სიხშირის მიწისქვეშა ბიძგები. ეპიცენტრი ტიბეტის დედაქალაქის ლჰასადა 80 კმ-ში დაფიქსირდა, ამ დროისთვის არ არის ინფორმაცია დაღუპულთა შესახებ

XS
SM
MD
LG