აზიასა და ევროპიაში აქციების ღირებულება საგრძნობლად დაეცა.
დღეს აზიასა და ევროპიაში აქციების ღირებულება საგრძნობლად დაეცა. ამერიკაში არსებული საკრედიტო კრიზისი მთელს მსოფლიოს ედება. შიშობენ, რომ უახლოეს მომავალში ევროპის კიდევ უფრო მეტი ბანკი გაკოტრდება. აზიაში, იაპონიის ნიკეის ინდექსმა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ყველაზე დიდი კლება განიცადა. ჰონკონგის ჰან სენის ინდექსმა კი დღეს ხუთი პროცენტით დაიკლო. ევროპაში, ბრიტანეთის, საფრანგეთის და გერმანიის ბირჟებზე აქციების ფასმა ხუთი პროცენტით დაიწია. რუსეთის მთავარ ბირჟებზე კი დღეს აქციების ფასმა თხუთმეტპრცენტიანი ვარდნა განიცადა. ასევე დაიკლო ნავთობის ფასმაც და ბოლო რვა თვის განმავლობაში ყველაზე დაბალ მაჩვენებელს მიაღწია. დღეს ერთი ბარელი ნავთობი ოთხმოცდაათი დოლარი ღირს. ამერიკის ცენტრალურმა ბანკმა განაცხადა, რომ საბანკო სესხების გაადვილების მცდელობით დამატებით ზომებს მიმართავს. ინვესტორები შიშობენ, რომ მთავრობის შვიდას მილიარდიანი დახმარების პაკეტი გლობალური ეკონომიკური კრიზისის პროცესის შეაბრუნებას ვერ შესძლებს.