ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შრილანკაში განხორციელებულ ტერაქტს ოცდაშვიდი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა


შრილანკაში განხორციელებულ ტერაქტს ოცდაშვიდი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.


შრილანკიდან მიღებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, კამიკაძე ტერორისტის მიერ განხორციელებულ აფეთქებას ქვეყნის ოპოზიციის ლიდერისა და კიდევ ოცდაექვსი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. დაჭრილია ოთხმოცამდე კაცი. ტერაქტი დღეს ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ქალაქ ანურადაპურაში მოხდა. პოლიცია აცხადებს, რომ კამიკაძემ თავი ოპოზიციური გაერთიანებული ეროვნული პარტიის ახალი საოფისე შენობის გახსნის ცერემონიის მიმდინარეობის დროს აიფეთქა. დაღუპულთა შორის პარტიის ლიდერი, გადამდგარი გენერალი ჯანაკა პერერა და მისი მეუღლეც არიან. პერერა გადადგომამდე თამილი სეპარატისტული დაჯგუფების "თამილი ვეფხვების" წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციებს სარდლობდა. შრილანკის ხელისუფლება ეჭვობს, რომ ტერაქტი სწორედ ამ ორგანიზაციამ მოაწყო. რამდენიმე დღის წინ შრილანკის არმიამ იერიში მიიტანა კუნძულის ჩრდილოეთში გამაგრებულ თამილ ამბოხებულებზე. ამ ოპერაციის შედეგად ოცდასვიდი თამილი მებრძოლი გაანადგურეს.

XS
SM
MD
LG