ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანის სადაზვერვო უწყების თანახმად, ამერიკის საავიაციო დარტყმების შედეგად ავღანეთის  საზღვარზე სულ ცოტა 20 ადამიანი დაიღუპა


პაკისტანის სადაზვერვო უწყების თანახმად, ამერიკის საავიაციო დარტყმების შედეგად ავღანეთის საზღვარზე სულ ცოტა 20 ადამიანი დაიღუპა,მათ შორისაა რამოდენიმე უცხოელი ეროვნების მეამბოხე.
დღეს ადგილობრივი სოფლის მაცხოვრებლებმა ჩრდილოეთ ვაზირისტანის რეგიონში პარასკევს განხორცილებეული შეტევის შედეგად დაღუპულები დაკრძალეს.
პაკისტანის ოფიციალური წარმომადგენლების ცნობით,ავღანეთში უპილოტო თვითმფრინავის მიერ განხორციელებული საავიაციო შეტევების შედეგად რამოდენიმე სახლი დაინგრა.დაღუპულთა შორის ბევრი არაბია.ინფორმაცია მეამბოხეთა ლიდერების დაღუპვის შესახებ უცნობია.
სადაზვერვო უწყების მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად პარასკევს,ჩრდილოეთ ვაზირისტანში ამერიკის საბრძოლო თვითმფრინავების მიერ განხორციელებული საავიაციო შეტევების შედეგად ორი ქალი და ერთი ბავშვი დაიღუპა.პაკისტანის არმიის გენერალმა ათჰარ აბარმა უარყო ეს ინფორმაცია და აღნიშნა,რომ საერთაშორისო ძალების მიერ ოპერაციები ძირითადად ავღანეთის ტერიტორიაზე ხორციელდება.
პაკისტანი ეწინააღმდეგება საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე შეტევებს და თავდაცვით იერიშებს აწარმოებს ალ-ყაიდასა და თალიბ მეამბოხეთა წინააღმდეგ.

XS
SM
MD
LG