ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყში კოალიციური ჯარების მიერ მოკლული იქნა ერაყის ტერიტორიაზე მოქმედი ალ-ყაიდას ქსელის ერთ-ერთი ლიდერი


ერაყში კოალიციური ჯარების მიერ მოკლული იქნა ერაყის ტერიტორიაზე მოქმედი ალ-ყაიდას ქსელის ერთ-ერთი ლიდერი,რომელიც არაერთი აფეთქების განხორციელებაშია ეჭვმიტანილი.ამერიკის სამხედროების მტკიცებით ,პარასკევს აბუ ასად რამის სახელით ცნობილი -ჰუდუ ალ-ზუბაიდი და უცნობი ქალი ბაღდათის ადჰამიას რაიონის ერთერთი შენობაში ჩატარებული რეიდის დროს დაიღუპნენ.

ჯარისკაცებმა შენობის რეიდი დაზვერვის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ჩაატარეს და შენობის მხრიდან განხორციელებულ სროლებს თავდაცვის მიზნით უპასუხეს.

დაღუპული ეჭვმიტანილია ბაღდათში განხორცილებელი რამოდენიმე მანქანის აფეთქებაში, რომელსაც რვა ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

პარალელურად პოლონეთმა ქალაქ დივანში ოფიცილური ცერემონიით აღნიშნა პოლონეთის მისიის დასრულების ბოლო დღე ერაყში.იქ ცხრაასი პოლონელი ჯარისკაცი მსახურობდა კოალიციურ ჯარებში.

XS
SM
MD
LG