ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა,რომ გლობალური ფინანსური კრიზისი იმის მანიშნებელია რომ აშშ-ს დომინირება ამ სფეროში დასრულებულია


რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა,რომ გლობალური ფინანსური კრიზისი იმის მანიშნებელია რომ აშშ-ს დომინირება ამ სფეროში დასრულებულია და დროა მსოფლიო მასშტაბით გატარდეს ფინანსური რეფორმები.

რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი და გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი სანქტ პეტერბურგში შეხვდნენ ერთმანეთს. ორმა ლიდერმა განიხილა ვაჭრობის საკითხი, რომელიც გულისხმობს ორი ქვეყნის დამაკავშირებელი 1200 კილომეტრის სიგრძის ბუნებრივი აირის მილსადენების გაყვანის გეგმას და აგრეთვე ფინანსური კრიზისის საკითხებს.

თავის მხრივ ანგელა მერკელი გლობალური ფინანსური სისტემის ახალი მექნიზმების შემუშავებისკენ აკეთებს მოწოდებას.

დასავლეთ ევროპის სახელმწიფოთა შორის აზრთა სხავაობას ადგილი ნორდ სტრიმის გაზსადენის ბალტიის ზღვის ფსკერზე გატარების გამო. კრიტიკულად არიან განწყობილნი ბალტიისპირეთის ქვეყნები და პოლონეთი ვინაიდან გაზსადენი მათი ქვეყნების გვერდის ავლით გაივლის.

შვედეთი ეწინააღმდეგება ამ პროექტს გარემოს დაბინძურების პოტენციური პრობლემის გამო.

XS
SM
MD
LG