ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამის  შეჩერების შესახებ მოლაპარაკებები გრძელდება


გრძელდება მოლაპარაკებები ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამის შეჩერების შესახებ.

სამხრეთ კორეის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ აშშ-ს მთავარი მოთათბირე ბირთვულ საკითხებში კრისტოფერ ჰილი

კიდევ ერთი დღით გაააგრძელებს თავის ვიზიტს ჩრდილოეთ კორეაში. იგი შეეცდება მკვდარი წერტილიდან დაძრას ჩრდილო კორეის ბირთვული პროგრამის შეწყვეტის შეთანხმება.

ჰილი ფხენიანში წარუძღვება მოლაპარაკებებს კორეის მთავარ მოთათბირესთან ბირთვულ საკითხებში კიმ კეი კვანთან.

კრისტიფერ ჰილი სამხრეთ კორეაში უნდა დაბრუნებულიყო, მაგრამ დარჩება ჩრდილოეთ კორეაში პარასკევამდე, რათა შეთანხმებას მიაღწიოს ,. ჰილმა უნდა შესათვაზოს ფხენიანს თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმისთვის, რომ ბირთვული იარაღის შემოწმების გეგმა განხორციელდეს.

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის შონ მაკორმაკის განცხადებით კრისტოფერ ჰილი არ მიდის დიდ დათმობებეზე ჩრდილოეთ კორეის მიმართ, მაგრამ იგი ილაპარაკებს იმ ცვლილებების შესახებ , რომელიც საჭიროა შეთანხმების მიღწევისთვის.

XS
SM
MD
LG