ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეერთებული შტატების სენატმა  კრიზისულ მდგომარეობაში მყოფ ეკონომიკის დასახმარებელ გეგმას  მხარი დაუჭირა


შეერთებული შტატების სენატმა ამერიკის კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ეკონომიკის დასახმარებლად გათვლილი საფინანსო პაკეტის გამოყოფას მხარი დაუჭირა.

შეერთებული შტატების სენატმა ამერიკის კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ეკონომიკის დასახმარებლად გათვლილი საფინანსო პაკეტის გამოყოფას მხარი დაუჭირა. პრეზიდენტმა ბუშმა ამერიკის კონგრესსაც მოუწოდა მსგავსი ნაბიჯის გადადგმისკენ. სენატმა კანონპროექტი, რომელიც შვიდასი მილიარდი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს სამოცდათოთხმეტი ხმით ოცდახუთის წინააღმდეგ მიიღო. კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად საპრეზიდენტო კანდიდატები, სენატორები ბარაკ ობამა და ჯონ მაკკეინი ვაშინგტონში დაბრუნდნენ. ორივე კანდიდატი თვლის, რომ კონგრესის მიერ კანონის ხელმეორედ არ მიღების შემთხვევაში ქვეყანას დიდი საფრთხე მოელის:


"ამ შემთხვევაში ამერიკის ბიზნესები სესხებს ვეღარ აიღებენ და ახალი საწარმოების გახსნას და მომსახურე პერსონალისთვის ხელფასების გადახდას ვერ შესძლებენ. ხელფასების ვერმიღების შემთხვევაში კი ეს ხალხი თავისმხრივ ვე შესძლებს საკუთარი საბანკო, იპოთეკური და სხვა ვალების გასტუმრებას. ეს ტენდენცია აგორდება და მთელი ქვეყნის ეკონომიკას დააზარალებს" განაცხადა ბარაკ ობამამ.

რესპუბლიკელმა სენატორმა ჯონ მაკკეინმა კონგრესი გააფრთხილა იმის თაობაზე, რომ დახმარების პაკეტის არმიღების შემთხვევაში სედეგი სავალალო იქნება:

"იმ სემთხვევასი თუ კონგრესი არ მიიღებს ამ საფინანსო დახმარების კანონს, კრიზისი კატასტროფასი გადაიზრდება". აღნიშნა ჯონ მაკკეინმა დღევანდელი გამოსვლისას.

XS
SM
MD
LG