ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყში განხორციელებულ ტერაქტებს ოცდახუთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლ


ერაყში განხორციელებულ ტერაქტებს ოცდახუთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ერაყის პოლიცია აცხადებს, რომ დღეს ბაღდადსი მდებარე შიიტურ მეჩეთთან, მანკანაში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად დაიღუპა ცხრამეტი, ხოლო დაიჭრა ორმოცდაატამდე ადამიანი. აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც ხალხი მეჩეთში მუსლიმთა წმინდა თვის რამადანის დასრულების აღსანიშნავად ლოცულობდა. მეორე აფეთქება ბაღდადის სხვა უბანში მდებარე მეჩეთთან მოეწყო. ეს ტერაქტი კამიკაძემ განახორციელა. ერაყის უშიშროების უწყება კი აცხადებს, რომ დალიას პროვინციაში შეიარაღებულმა პირებმა მიკროავტობუსზე თავდასხმისას, იქ მსხდომი ექვსი ადამიანი ჩაცხრილეს. პარალელურად კი ამერიკელი სამხედროები აცხადებენ, რომ ბაღდადსა და მოსულში დაკავებულია ტერორისტობაში ეჭვმიტანილი ექვსი პირი.

XS
SM
MD
LG