ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის ჯარებმა ეუთოს დამკვირვებლებს მისცეს უფლება შესულიყვნენ კონფლიქტის რეგიონის ბუფერულ ზონაში,


რუსეთის ჯარებმა ეუთოს დამკვირვებლებს მისცეს უფლება შესულიყვნენ კონფლიქტის რეგიონის ბუფერულ ზონაში,მიუხედავად იმისა,რომ ისინი თავიდან ამაზე უარს აცხადებდნენ.

საქრთველო-რუსეთს შორის გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების თანახმად,ორასზე მეტი ეუთოს დამკვირვებელი დღეს შეუდგა თავისი მისიის შესრულებას.სამშაბათს რუსეთმა განაცხადა,რომ იგი არ დაუშვებს ბუფერულ ზონაში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე დამკვირველების შეშვებას.თუმცა დღევანდელი ინფორმაციით ,რუსებმა ეუთოს დამკვირველები ბლოს-საგუშაგოსთან ხანმოკლე შეჩერების მერე მაინც შეუშვეს.

ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება რუსეთის სამხედრო ძალებს ავალდებულებს 10ოქტომბრისათვის სრულად დატოვოს ბუფერული ზონა.ეუთოს წარმომადგენლები აცხადებენ,რომ დამკვირველებს უნდა მიეცეთ საშუალება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გადაადგილდნენ.

XS
SM
MD
LG