ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკული უპილოტო საფრენი აპარატის მიერ პაკისტანის ტერიტორიის დაბომბვას ექვსი კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა


პაკისტანი ოფიციალურად აცხადებს, რომ ამერიკული უპილოტო საფრენი აპარატის მიერ პაკისტანის ტერიტორიის დაბომბვას ექვსი კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამ ინფორმაციით დაიბომბა ქვეყნის ჩრდილოეთ ვაზირისტანის ტომებით დასახლებულ რეგიონში მდებარე სახლი. დაღუპულთა შორის ოთხი ამბოხებულია. ამ რეგიონშ თალიბები და ალ-ყაიდას მებრძოლები არიან გამაგრებულნი. ამერიკული დაბომბვები ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში დაძაბულობის საბაბი გახდა. პაკისტანის პრეზიდენტმა ასიფ ალი ზარდარიმ მათ ქვეყნის სუვერენიტეტის დარღვევა უწოდა. პარალელურად კი პაკისტანის შეიარაღებულმა ძალებმა, საბრძოლო ვერტმფრენების მხარდაჭერით ქვეყნის ჩრდილო დასავლეთის ბაჯაურის რეგიონში ცამეტი მოთარეშე გაანადგურეს. პაკისტანის არმია ცდილობს რეგიონიდან იმ შეიარაღებული ფორმირებების განდევნას, რომლებსაც პაკისტანის ტერიტორიიდან ავრანეთზე თავდასხმების მოწყობაში ედებათ ბრალი.


XS
SM
MD
LG